Tag Archives: ქირურგ

სახსრის ჩირქოვანი ანთება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სახსრის ჩირქოვანი ანთება – (ქირურგ.) ვითარდება სახსრის ჭრილობის დროს ჩირქმბადი მიკრობების მოხვედრის ან მათი შორეული ანთებითი კერებიდან გადატანის შედეგად.  სიმპტომები, მიმდინარეობა. მწვავე ტკივილების სახსარში, რის გამოც მასში მოძრაობა ძალიან მტკივნეულია და შეუძლებელიც კი. სახსრის მიდამო შესიებულია, მისი კონტურები შეცვლილი, ზეწოლა და მსუბუქი შეხებაც კი აძლიერებს ტკივილს. პალპაციით

Read More

საყლაპავის შევიწროება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საყლაპავის შევიწროება – (ქირურგ.) უხშირესად აღინიშნება მჟავების ან ტუტეების მიღების შემდეგ საყლაპავის დამწვრობის შედეგად, აგრეთვე საყლაპავის კიბოს დროს. სიმპტომები, მიმდინარეობა. ავადმყოფები უჩივიან საკვების ყლაპვის გაძნელებას. თავდაპირველად ძნელდება მკვრივი, მოცულობითი, ცუდად დაღეჭილი საკვების ყლაპვა, შემდგომ თანდათანობით ძნელდება თხიერი საკვების მიღებაც. ძალიან მძიმე შემთხვევებში, გაძნელებულია წყლის ყლაპვაც კი. ავადმყოფი

Read More