Tag Archives: ქირურგ

საყლაპავის პერფორაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საყლაპავის პერფორაცია – (ქირურგ.) ვითარდება ბასრი საგნების (თევზის ფხები, კბილის პროთეზები და სხ.) გადაყლაპვის შედეგად, წარუმატებელი ოპერაციების (ეზოფაგოსკოპიები, უცხო სხეული ამოღების მცდელობა) დროს. სიმპტომები, მიმდინარეობა. საყლაპავის კედლის მთლიანობის დარღვევისთანავე ვითარდება მკვეთრი ტკივილები მკერდის ძვლის უკან და ზურგში, ძლიერდება ნერწყვის გამოყოფა, აღინიშნება ღებინების შეგრძნება, ყლაპვის გაძნელება და მტკივნეულობა.

Read More

სასუნთქი გზების უცხო სხეულები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სასუნთქი გზების უცხო სხეულები – (ქირურგ.) – უხშირესად გვხვდება ბავშვებში, რომლებიც ხშირად იდებენ პირში წვრილ საგნებს (მძივებს, კენჭებს, მონეტებს). უეცარი ღრმა ჩასუნთქვის, ხველის შეტევის, საუბრის დროს აღნიშნული წვრილი საგნები შეიძლება მოხვდნენ სასუნთქ გზებში და იქ გაიჭედონ. მოზრდილებში, უცხო სხეულები სასუნთქ გზებში ხვდებიან, როდესაც მავნე ჩვევის გამო ან

Read More