Tag Archives: ყვითელი

ბადურის ცენტრალური არტერიის გაუვალობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბადურის ცენტრალური არტერიის გაუვალობა – ბადურის ცენტრალური არტერიის დაცობა სპაზმის, ემბოლიის ან თრომბოზის შედეგად. სიმპტომები: მხედველობის უეცარი მკვეთრი გაუარესება ან დაკარგვა. თვალის ფსკერი არის რძისფერი – თეთრი, რომლის ფონზეც ჩანს მუქი წითელი ფერის ყვითელი ლაქა (ე. წ. ალუბლის კურკის სიმპტომი). ბადურის არტერიები მკვეთრად შევიწროებულია, ვენები ნაკლებადაა შევიწროვებული.

Read More

არგიროფილური უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი არგიროფილური უჯრედები – (cellulae argyrophilae ბერძნ. argyrus – ვერცხლი და პhილია – სიყვარული) ნაწლავის ეპითელიუმის უჯრედები (ენდოკრინოციტები), რომელთა ბაზალურ ნაწილში წვრი­ლი მარცვლოვანებაა (აქედან სინ. უჯრედები ბაზალურმარცვლოვანი). ვარაუდობენ, რომ მარცვლოვანება შეიცავს კასტლის ნივთიერებას (შინაგან ანტიანემიურ ფაქტორს) და ჰორმონ სეკრეტინს, რომელიც არეგულირებს სეკრეტის გამოყოფას კუჭუკანა ჯირკვლიდან, დუო­დენური ჯირკვლებიდან, ნაღვლის

Read More