Tag Archives: შედეგებს

ყიდვა–გაყიდვის ხელშეკრულება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყიდვა–გაყიდვის ხელშეკრულება – შეიცავს პირობებს, რომლებითაც ერთი მხარე (გამყიდველი), მეორე მხარეს (მყიდველს) გადასცემს რაიმე საქონელს ან ცოდნას, გამოცდილებას, რაიმე შემოქმედებითი საქმიანობის შედეგებს, უწევს მომსახურებას, აწარმოებს ობიექტების მშენეებლობას ან ასრულებს სხვა სამუშაოებს გარკვეული გასამრჯელოს ნაცვლად. ყიდვა–გაყიდვის ხელშეკრულებაში მიზანშეწონილია დაწვრილებით აისახოს მხარეთა უფლება–მოვალეობანი საქონლის თავისებურებებისა და მიწოდების ფორმის გათვალისწინებით.

Read More

ფსევდოსიფილისი პაპულოზური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსევდოსიფილისი პაპულოზური – (ბერძ. Pseudes ცრუ + სიფილისი)დერმატოზი, რომლის გამოვლინება მოგვაგონებს სიფილისურ პაპულას. დაავადება გვხვდება საკმაოდ იშვიათად, ძირითადად გოგონებში და ახალგაზრდა ქალებში; ამასთან, დიდ სასქესო ბაგეებზე, იშვიათად საზარდულ – ბარძაყის ნაოჭებში, შორისში და უკანა გასავლის ირგვლივ ჩნდება მრავლობითი, მკვეთრად შემოფარგლული, უმტკივნეულო, მკვრივ ელასტიკური კონსისტენციის პაპულები. სიფილისთან დიფერენციალური

Read More

ფიბრომატოზები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფიბრომატოზები – დისპლაზიური პროცესები შემაერთებელ ქსოვილში, რომლებიც მოკლებულნი არიან ანთებითი რეაქციების ნიშნებსა და თავისებურებებს, რომლებიც დამახასიათებელია რაიმე გარკვეული სიმსივნისათვის. თანდაყოლილი ფიბრომატოზები აღინიშნება ახალშობილებში, ჩვილ ბავშვებში, სკოლამდელებში და მოზარდებში. თანდაყოლილი გენერალიზებული ფიბრომატოზი ხასიათდება მრავლობითი კერებით კანქვეშა უჯრედისში, კუთებში, შინაგან ორგანოებსა და ძვლებში. ისინი დიდდებიან, წარმოიქმნება ახალი კვანძები. კანი

Read More

რადიაციული საფრთხე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რადიაციული საფრთხე – იონიზირებადი დასხივების ეფექტები, რომლებიც აზიანებს ცოცხალ უჯრედებსა და ქსოვილებს, არღვევს მათ ცხოველქმედებასა და იწვევს შორეულ შედეგებს (სომატური ეფექტი), ასევე სასქესო უჯრედებზე ზემოქმედებით ზიანს აყენებს შთამომავლობას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ოსტეოგენური სარკომა (ოსტეოსარკომა)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოსტეოგენური სარკომა (ოსტეოსარკომა) – ძვლის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც უფრო ხშირად ვითარდება ბავშვებსა და მოზარდებში. ტიპიური ლოკალიზაციაა ქვედა კიდურების გრძელი ძვლები მუხლის სახსრის მიდამოში. ვლინდება ტკივილებით, რომელიც არ უკავშირდება კიდურის მოძრაობას და სწრაფად მზარდი წარმონაქმნით. სიმსივნე სწრაფად მეტასტაზირდება, ძირითადად – ფილტვებში. დიაგნოზი ემყარება რენტგენოლოგიურ მონაცემებსა და ბიოფსიის შედეგებს.

Read More