Tag Archives: შენაერთ

ფოლიკულშიგა ინჰიბიტორი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფოლიკულშიგა ინჰიბიტორი – დაბალი მოლეკულური წონის პოლიპეპტიდია, რომელიც თრგუნავს ტრანსკრიპციის პროცესს და ამიტომ მეიოზი არ შედგება. გონადოტროპული შენაერთები (გონადო­ტროპინები) ამ ეფექტს არ იძლევა, ხოლო სტეროიდები არეგულირებს ოოციტის ციტოპლაზმის მომწიფებას (რ.მ.მური, ჯ.მ.უარნესი, 1979). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More

მაღალენერგეტიკული ნაერთები (მაკროერგული შენაერთები)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მაღალენერგეტიკული ნაერთები (მაკროერგული შენაერთები) – ბუნებრივი ნივთიერებების ჯგუფი (ატფ, კფ), რომლებიც შეიცავენ ენერგიით მდიდარ კავშირებს; ამ ნივთიერებების ქიმიურ (ფერმენტულ) გარდაქმნას თან ახლავს დიდი რაოდენობით ენერგიის გამოყოფა, რომელსაც ორგანიზმი ხარჯავს თავისი ცხოველქმედების პროცესში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ლეიკოტრიენები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლეიკოტრიენები – შენაერთები, რომლებიც წარმოიქმნებიან არაქიდონის მჟავიდან ლიპოოქსიგენაზის (არაქიდონის მჟავას მეტაბოლიტები) მონაწილეობით, გამოიყოფიან ლეიკოციტებით, ღრუბლისებრი უჯრედებით და სხვ.; ლეიკოტრიენების დაკავშირება ნეიტროფილებთან აძლიერებს ნეიტროფილების აგრეგაციას, ახდენს ლიზოსომური ფერმენტების გამოყოფის ინდუცირებასა და სხვ.; ზოგიერთი ლეიკოტრიენი, თავისი თვისებებით ანლოგიურია ანაფილაქსიის ნელა მორეაგირე სუბსტანციისა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More