Tag Archives: შეუცვლელი

ვალინი

ვალინი – შეუცვლელი ამინომჟავა. შედის ყველა სახის ცილის შემადგენლობაში (განსაკუთრებით ბევრია ალბუმინებში, კაზეინში, შემაერთებელი ქსოვილის ცილებში). წარმოადგენს პანთოთენის მჟავისა (B8) და პენიცილინის ბიოსინთეზის ერთ – ერთ საწყის ნივთიერებას. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

არაქიდონის მჟავა

არაქიდონის მჟავა – CH3(CH2) 4 – (CH=CHCH2) 4(CH2) 2COOH, უფერო სითხე, ასევე ლინოლენის და ლინოლის მჟავები – შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის ცხოველქმედებისათვის (ვიტამინი F); ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში ხვდება საკვებთან ერთად, მცენარეული ზეთებისა და ცხოველური ცხიმების სახით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი