ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სიმპლასტი – (symplastus ბერძნ.syn – ერთად და plastos – წარმოქმნილი) უჯრედის აგებულების ერთ – ერთი ფორმა, რომლის დიდი რაოდენობით დაგროვილი ციტოპლაზმის ბირთვები მრავალრიცხოვანია, შეიძლება იყოს 10 – ზე მეტი, ზოგჯერ ასობით და ათასობითაც კი. სიმპლასტურ წარმონაქნებში ციტოპლაზმით გარშემოკრული ბირთვები ცვლის რეაქციების აქტიური ცენტრებია. ამ ბირთვულ – ციტოპლაზმურ
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ერგასტოპლაზმა – (ergastoplasma ბერძნ. ergaston – მუშა იხ.პლაზმა) ენდოპლაზმური ბადის სახესხვაობა, რომლის მემბრანებზე მუდმივად დიდი რაოდენობით რიბოსომებია. ერგასტოპლაზმის ფუნქციური როლია მისი მონაწილეობა ცილების სინთეზში, რომლის ძირითადი ცენტრებია რიბოსომები. უკანასკნელნი განაპირობებენ ციტოპლაზმის ბაზოფილიას, აგრეთვე პირონინოფილიას . ერგასტოპლაზმა უფრო მეტად გამოხატულია ცილების აქტუალურად მასინთეზებელი უჯრედების ბირთვისახლო ბაზოფილურ ციტოპლაზმაში. ტერმინი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ენდოპლაზმური ბადე – (rete endoplasmicum) უჯრედის ორგანოიდი, რომელიც წარმოდგენილია a – და b – ციტომემბრანებით შემოსაზღვრული სუბმიკროსკოპული არხების, მილაკების, მომრგვალო ან მოგრძო ბუშტუკებისა და გაბრტყელებული პარკების განტოტვილი სისტემით. არჩევენ ორი ტიპის ენდოპლაზმურ ბადეს: 1. გრანულურ ანუ მქისე ენდოპლაზმურ ბადეს, რომელიც შედგება ფ – ციტომემბრანებისა, ანუ პარავეზიკულური მემბრანებისაგან
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი განგლიონი – (ბერძნ. ganglion – კვანძი), ნერვული უჯრედების (ნეირონების), ნერვული ბოჭკოების და მათი თანმხლები ქსოვილების ანატომიურად გამოცალკევებული გროვა. აქვს მრავალ უხერხემლოს, ყველა ხერხემლიანს და ადამიანს. ტოპოგრაფიულად განარჩევენ მალთაშუა, მალებთანა და მალისწინა განგლიონებს. თითოეულ განგლიონში ნეირონების სხეულებს გარს ერტყმის უჯრედ სატელიტების ფენა, რომლის გარეთ თხელი შემაერთებელქსოვილოვანი კაფსულაა განვითარებული.