Tag Archives: წარმოშობის

ალოპოლიპლოიდია

ალოპოლიპლოიდია – (allopolyploidia ბერძნ.allos – სხვა და იხ.პოლიპლოიდია) ქრომოსომების რიცხვის ჯერადი მომატება არაჰო­მოლოგიური ნაკრებების შემადგენლობაში, რაც შეიმჩნევა ჰიბრიდული წარმოშობის პოლიპლოიდებში. იხ.ავტოპოლიპლოიდია. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ალოდინია

ალოდინია – არამტკივნეულ გაღიზიანებაზე ტკივილის აღქმა (მაგ. ტაქტილურ, ტემპერატურულ და ა. შ.); აღინიშნება ცენტრალური წარმოშობის ტკივილის სინდრომებისას, რეფლექტორულ სიმპათიკურ დისტროფიის, პოლინევროპათიის დროს. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი