მეზანგიუმი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეზანგიუმი – (mesangium ბერძნ.mesos – შუა, angeion – სისხლძარღვი) მეზენქიმური წარმოშობის უჯრედთა (მეზანგიოციტების) ერთობლიობა, რომლებიც ლოკალიზდებიან თირკმლის სისხლძარღვოვანი გორგლის კაპილართა შორის, იქ სადაც არ შეაღწევენ პოდოციტები .აქვთ ფაგოციტოზის უნარი. პათოლოგიის დროს წარმოქმნიან ბოჭკოებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: