Tag Archives: ხველება

კალიფორნიის ცხელება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კალიფორნიის ცხელება – უდაბნოს რევმატიზმი, კოკციდოიმიკოზი, სოკოვანი წარმოშობის სასუნთქი ორგანოების დაავადება. კლინიკურად წააგავს კავერნოზულ ტუბერკულოზს, ახასიათებს რა სისხლიანი ხველება და კვანძოვანი ერითემა. ცალკეულ შემთხვევებში ადგილი აქვს პროცესის გენერალიზაციას მენინგეალური მოვლენებით. დიაგნოსტიკური მნიშვნელობა ენიჭება კანის დადებით სინჯებს და კომპლემენტის შეკავების რეაქციას. გვხვდება უმთავრესად კალიფორნიაში და არგენტინაში. სინონიმები: პოსადა

Read More

დიაფრაგმული ნერვის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიაფრაგმული ნერვის სინდრომი – დიაფრაგმის პარეზი; ვლინდება ხველების ბიძგის სისუსტითა და დიაფრაგმის მაღლა დგომით და უმოძრაობით, რაც კარგად ჩანს რენტგენოლოგიური გამოკვლევით. მუცლის ფარზე აღინიშნება სუნთქვითი მოძრაობების პარადოქსული ხასიათი (ფერდქვეშა არეების ჩამოვარდნა შესუნთქვაზე და ამოვსება – ამოსუნთქვაზე). აღინიშნება დიაფრაგმული ნერვის და ზურგის ტვინის კისრის III – IV სეგმენტების

Read More