Tag Archives: ჰალუცინაცი

შარლ ბონეს ჰალუცინოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შარლ ბონეს ჰალუცინოზი – ჰალუცინოზი, რომელიც ვლინდება უპირატესად მხედველობითი ჰალუცინაციებით, ჩვეულებრივ ადამიანების, ცხოველების, საგნების რეალური გამოსახულებით. მიმდინარეობს ნათელი ცნობიერებისა და შენახული კრიტიკის  ფონზე, რის გამოც ავადმყოფები ასხვავებენ მოჩვენებასა და რეალობას. როგორც წესი, ვითარდება მოხუცებულებში დაქვეითებული მხედველობით. აღწერილია აგრეთვე სმენითი ვარიანტიც – სმენითი ჰალუცინაციები დაქვეითებული სმენის მქონე პირებში.

Read More

ქორიოენცეფალიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქორიოენცეფალიტი – 1. (სინ.: ფსიქოსენსორული ენცეფალიტი)  ლიმფოციტარული ქორიომენინგიტის იშვიათი ფორმა, რომელიც ვლინდება მენინგოენცეფალიტის სიმპტომებით. გამომწვევია ლიმფოციტარული ქორიომენინგიტის ვირუსი. დაავადება იწყება მწვავედ, თავის ტკივილით, ტემპერატურის მომატებით, სისუსტით, ზოგჯერ აღინიშნება ხველა, სურდო; ცალკეულ ავადმყოფებს უკვე ამ პერიოდში აღენიშნებათ ჰალუცინაციები, ძილის დარღვევა, წყურვილის გაძლიერება. რამდენიმე დღის შემდეგ ავადმყოფთა მდგომარეობა უმჯობესდება,

Read More

ფსევდოჰალუცინაციები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსევდოჰალუცინაციები – ცნობიერების დარღვევა უნებლიეთ წარმოქმნილი სახეებისა და შეგრძნებების სახით, რეალური გამღიზიანებლის (ობიექტის) გარეშე, რომელიც განსხვავდება ჰალუცინაციებისაგან იმით, რომ ავადმყოფს არა აქვს ამ მოვლენების ობიექტური რეალობის  შეგრძნება გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

მეზენცეფალური სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეზენცეფალური სინდრომი – (syndromum mesencephalicum)ნევროლოგიური (მხედველობის დამბლა, კუნთოვანი რიგიდობა, ცენტრალური პარეზები) და ფსიქოპათოლოგიური (ცნობიერების ცვლილებები, ემოციების დარღვევები, ჰალუცინაციები) დარღვევების შერწყმა, რომელიც აღინიშნება შუამდებარე ტვინის დაზიანების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ლიპმანის ფენომენი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლიპმანის ფენომენი – (Н. С. Liepmann; სინ. ლიპმანის ინტელექტუალური ილუზიები,  ლიპმანის სიმპტომი) მხედველობითი ჰალუცინაციები, რომლებიც შეესაბამებიან შთაგონებას, წარმოქმნილს ერთდროულად თვალის კაკლებზე ზეწოლით; აღინიშნება ალკოჰოლური დელირიუმის დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა