ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრომატინი – (chromatinum ბერძნ.chroma, chromatos – შეღებვა, ფერი) უჯრედის ბირთვის ნივთიერება, რომელიც ძირითადი საღებარებით ძლიერ იღებება. ქიმიურად ქრომატინი რთული ცილაა, რომლის შემადგენლობაში შედის დნმ და ჰისტონები. ბირთვული ქრომატინის დნმ იძლევა ფელგენის დადებით რეაქციას, რასთან დაკავშირებითაც ზოგჯერ ქრომატინს ფელგენ – პოზიტიურ ნივთიერებას უწოდებენ. ქრომატინი შედგება სხვადასხვა თვისებების ორი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ევქრომატინი – (euchromatinum ბერძნ.eu – კარგი, ნამდვილი და იხ.ქრომატინი; ქრომატინი დეკონდენსირებული) ქრომატინის სრული დეკომპლექსაციის ზონებია, ქრომოსომების ნაწილი კი აქტიურად მოფუნქციე ნივთიერება დესპირალიზებულ ქრომოსომათა უბნებში, რომლებიც, როგორც ვარაუდობენ, ინტერფაზაში ძლიერ იშლება, იბერება და სუსტი შეღებვის გამო უხილავია სინათლის მიკროსკოპიის დროს. ეუქრომატინი გენეტიკურად უფრო აქტიური მასალაა, ვიდრე ჰეტეროქრომატინი .