Tag Archives: ანევრიზმით

პერეზის ნიშანი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პერეზის ნიშანი – (J. Perez) 1. ფილტვების მიდამოში აუსკულტაციით გამოვლენილი ტკაცუნი, როდესაც პაციენტი მჯდომარე მდგომარეობაში ხელს სწევს ზევით ან ქვევით უშვებს; ყველაზე უფრო ხშირად აღინიშნება ფიბროზული მედიასტინიტის, ასევე აორტის რკალის ანევრიზმის დროს. 2. პლევრის ხახუნი, რომელიც მოისმინება გულმკერდის ზედა მესამედში, როდესაც ავადმყოფი ხელს ზევით სწევს ან უშვებს

Read More

მედიასტინული სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მედიასტინული სინდრომი – (syndromum mediastinale)ტკივილი გულმკერდში, პერიფერიული ლიმფოსტაზი და სტენოზური სუნთქვის შერწყმა, რაც განპირობებულია შუასაყარის ორგანოებზე ზეწოლით, მაგ. სიმსივნით, ანთებითი ინფილტრატით, აორტის ანევრიზმით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა