Tag Archives: ბივალენტებს

უნივალენტა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უნივალენტა – (univalenta ლათ. unus – ერთი) ერთეული, შეწყ­ვილებული ქრომოსომა პირველი რიგის სპერმატოციტებისა და ოოცი­ტების მეიოზის პროფაზის დროს. უნივალენტური ქრომოსომები თავის მხრივ შედგება ორი ქრომატიდისაგან, რის გამოც მათ დიადებს უწოდებენ. შეუწყვილებელი უნივალენტური ქრომოსომებისგან განსხვავებით, შეწყვილებულ ჰომოლოგიურ ქრომოსომებს უწოდებენ ბივალენტებს, ანუ ბივალენტურ ქრომოსომებს. ტერმინი „უნივალენ­ტა“ ჰეკელმა შემოიღო (1892).

Read More