Tag Archives: შეწყვილებულ

უნივალენტა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უნივალენტა – (univalenta ლათ. unus – ერთი) ერთეული, შეწყ­ვილებული ქრომოსომა პირველი რიგის სპერმატოციტებისა და ოოცი­ტების მეიოზის პროფაზის დროს. უნივალენტური ქრომოსომები თავის მხრივ შედგება ორი ქრომატიდისაგან, რის გამოც მათ დიადებს უწოდებენ. შეუწყვილებელი უნივალენტური ქრომოსომებისგან განსხვავებით, შეწყვილებულ ჰომოლოგიურ ქრომოსომებს უწოდებენ ბივალენტებს, ანუ ბივალენტურ ქრომოსომებს. ტერმინი „უნივალენ­ტა“ ჰეკელმა შემოიღო (1892).

Read More

დიპლონემა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიპლონემა – (diplonema ბერძნ.diploos – ორმაგი და nema – ძაფი) პირველი რიგის სპერმატოციტებისა და ოოციტების მეიოზის პროფაზის სტადია, რომელიც პაქინემის მომდევნოა და რომლის დროს იწყება ქრომატიდების დაცილების პროცესი შეწყვილებულ ჰომოლოგიურ ქრო­მოსომებში. ამის შედეგად ჰომოლოგიური ქრომოსომების წყვი­ლები (ბივალენტები) ოთხი ქრომოსომისაგან შედგენილი აღმოჩნდებიან და მათ უკვე ტეტრადები ეწოდება. ამავე

Read More