ტონოფიბრილები
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტონოფიბრილები – (tonofibrillae ბერძნ. tonos – დაჭიმვა და ლათ. fibrilla – ბოჭკო) უჯრედების სპეციალური ორგანოიდები მეტაპლაზმური წარმონაქმნების ტიპისა, რომლებიც წარმოიქმნებიან ეპითელური უჯრედების ციტოპლაზმის სპეციფიკური დიფერენცირების შედეგად. მათ აქვს 1 მკმ დიამეტრის წვრილი ძაფების სახე. ტონოფიბრილები შედგება 60 – 150 Ao დიამეტრის უწვრილესი კერატინული ბოჭოებისაგან, რომელთაც ეწოდება ტონოფილამენტები,