Tag Archives: ემალი

სტაინტონის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტაინტონის სინდრომი – მემკვიდრეობითი ოდონტოპლაზია. გადაიცემა ავტოსომურ – დომინანტური წესით. აღინიშნება მოყავისფრო ან რუხი სარძევე კბილები, მტვრევადი ემალი, დენთინური შრის უგრძნობლობა. კბილის გვირგვინი სწრაფად ცვდება და ვითარდება ყბების არასწორი დგომა. ხშირად თან სდევს ძვლების მტვრევადობა, პოლიდაქტილია. სინონიმები: კაპდეპონის სინდრომი, სტაინტონ – კაპდეპონის სინდრომი, კაპდეპონ – ჰოჯის სინდრომი,

Read More

ადამანტობლასტები

ლალი დათეშიძე ადამანტობლასტები – (adamantoblasti ბერძნ.adamas, adamantos – ალმასი და blastos – ჩანასახი) ეპითელური უჯრედები, რომელთაგანაც წარმოიქმნება კბილის ემალი (მინანქარი). კბილის განვითარების პროცესში ისინი ემალის ორგანოს შიგა შრეს ქმნიან. მათ აპიკალურ ზედაპირზე იქმნება გრძელი კუტიკულები – ემალის(მინანქრის) პრიზმები, რომელ­თაგანაც შედგება კბილის გვირგვინის ემალი (მინანქარი). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More