ენდოვიდეოსისტემა
გადასვლა – ,,ქირურგიული ინსტრუმენტები”
ენდოქირურგიული აღჭურვილობის უმთავრესი ნაწილი, განკუთვნილი სამედიცინო ენდოსკოპებისგან მიღებული ფერადი გამოსახულების სიგნალების ფორმირებისა და ვიდეოჩანაწერის გასაკეთებლად; (იხ. ენდოქირურგიული აღჭურვილობის კომპლექტი) (სურ. 4.1) შედგება: შედგება ტელეკამერის, ტელემონიტორის, ვიდეომაგნიტოფონის და სიგნალების გადამამუშავებელი ბლოკისგან. ნაკრებში შედის აირის მისაწოდებელი (ინსუფლატორი) და ანატომიური ღრუდან შიგთავსის ამოსაქაჩი (აქვაპურატორი) აპარატები.