Tag Archives: ერითრომელალგია

ერითრომელალგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ერითრომელალგია – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება მკვეთრი, მწვავე ტკივილებით, რასაც თან ახლავს კანის სისხლძარღვების გაფართოება და კანის ჰიპერემია კიდურების დისტალურ ნაწილებში, უფრო ხშირად ტერფებში, ამავე დროს აღინიშნება კანის ტემპერატურის მომატება, ჰიპერალგეზია, შეშუპება. აღნიშნული გრძელდება რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში. გვხვდება ახალგაზრდა მამაკაცებში და ახშირად ატარებს ოჯახურ ხასიათს.

Read More

გერჰარდტის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გერჰარდტის დაავადება – ერითრომელალგია, ლოკალური ვაზომოტორული ნევროზი. შეტევისებრი მწვავე, მწველი, ჩვეულებრივ ღამეული ტკივილი ქვედა კიდურებზე, რბილი ქსოვილის გაწითლება და შეშუპება, დაზიანებული უბანი უფრო თბილია, დაფარულია ოფლით. აღინიშნება ჰიპერესთეზია, თანდათან ჩნდება ცვლილებები კანზე – (ეროზია, მელანოზი, გამკვრივება), ფრჩხილების, თმებისა და ასევე ძვლისა. უპირატესად აღინიშნება ახალგაზრდა მამაკაცებში ნერვული სისტემის

Read More