Tag Archives: თირკმლების ამილოიდოზი

თირკმლების ამილოიდოზი

თირკმლების ამილოიდოზი

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

 თირკმელების ამილოიდოზი უმრავლეს შემთხვევაში სისტემური დაავადებაა; ხასიათდება ამილოიდის (რთული ცილოვან – პოლისაქარიდულ კომპლექსი) უჯრედგარე გამოყოფითა და შედეგად ორგანოთა ფუნქციის მოშლით. ამილოიდის ფიბრინულ ცილას რიგ შემთხვევებში აქვს თვისებები, რომელიც ახლოს დგას იმუნოგლობულინების თვისებებთან, სხვა  შემთხვევებში – აქვს ანტიგენური მსგავსება შრატისმიერ ცილასთან, რომელიც ითვლება ამილოიდის წინამორბედად. თირკმელების ამილოიდოზი წარმოადგენს ზოგადი ამილოიდოზის გამოვლინებას. ამილოიდი ჩვეულებრივ ლაგდება ძირითად მემბრანაში, თირკმლის გორგლებისა და არტერიოლების ენდოთელიუმს შორის და თირკმლის მილაკების ძირითად მემბრანაში.

თირკმლის ამილოიდოზის კლინიკური კლასიფიკაცია სტადია: 1. დაწყებითი; 2. კლინიკური გამოვლინებების; 3. ტერმინალური ფაზა: 1. პროტეინურიული; 2. ნეფროზული; 3. შეშუპებით-პროტეინურიული; 4. ჰიპერტონიული; 5. თირკმლის ქრონიკული უკმარისობა.

Read More