Tag Archives: თირკმლების პოლიკისტოზი

თირკმლების პოლიკისტოზი

თირკმლების პოლიკისტოზი polycystic kidney

არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე

თირკმელების პოლიკისტოზი – თანდაყოლილი დაავადება, რომლის დროსაც ორივე თირკმელში ხდება კისტების თანდათანობითი წარმოქმნა და ზრდა, რაც იწვევს ფუნქციური პარენქიმის ატროფიას; მიეკუთვნება განვითარების მემკვიდრულ ანომალიებს და ხშირად გვხვდება ერთი ოჯახის წევრებს შორის. დაავადებას ახასიათებს პროგრესირება, უფრო ხშირად ვლინდება და დიაგნოსტირდება 20 – 40 წლის ასაკში, მაგრამ ზოგჯერ მისი აღმოჩენა ხდება ბავშვობის, ან მოხუცებულობით ასაკში.

თირკმელების პოლიკისტოზი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. ანომალიის განვითარების მიზეზი ცნობილი არ არის. პათოგენეზი განპირობებულია მილაკების ემბრიონული განვითარების მანკით, რომელთა ერთი ნაწილი ტრანსფორმირდება კისტებად.

Read More