თირკმლების უკმარისობა
თირკმლების უკმარისობა renal insufficiency
თირკმელების უკმარისობა – თირკმელების უკმარისობა ეს არის სინდრომი, რომელიც ვითარდება თირკმელებში მიმდინარე პროცესების მძიმე მოშლის შედეგად, რაც იწვევს ჰომეოსტაზის დარღვევასა და ხასიათდება აზოტემიით, წყალ – ელექტროლიტური და მჟავა – ტუტოვანი წონასწორობის დარღვევებით. თირკმელების მწვავე უკმარისობა შესაძლებელია განვითარდეს მწვავე, ხშირად თირკმელების შექცევადი დაავადებების შედეგად. თირკმელების ქრონიკული უკმარისობა ვითარდება თანდათანობით, ფუნქციონირებადი პარენქიმის პროგრესირებადი და შეუქცევადი ცვლილებებით.