თირკმლის კოლიკა
თირკმლის კოლიკა renal colic თირკმლის კოლიკა – სინდრომი, რომელიც აღინიშნება თირკმელების რიგი დაავადებების დროს და ვლინდება წელის არეში მწვავე ტკივილით. თირკმლის კოლიკა – ეტიოლოგია, პათოგენეზი. თირკმლის კოლიკის განსაკუთრებით ხშირი მიზეზებია თირკმელკენჭოვანი დაავადება, ჰიდრონეფროზი, ნეფროპტოზი, რომლის დროსაც ირღვევა ზედა შარდგამომყოფი გზების უროდინამიკა. თირკმლის კოლიკა შეიძლება გამოიწვიოს შარდსაწვეთის ობსტრუქციამ სისხლის შენადედით, თირკმელების ტუბერკულოზის დროს კაზეოზური მასებით, სიმსივნით,