Tag Archives: კარტოფილის პიურე

კარტოფილის პიურე

გადასვლა საიტზე ,,ბავშვი”

კარტოფილის ბოლქვი ცხიმების და კალორიების მცირე რაოდენობას შეიცავს (70კალ/100გ), თუმცა ბავშვის ორგანიზმს ამარაგებს ენერგიით, მაღალხარისხიანი ცილებით, ვიტამინებით, მინერალური და მეორადი მცენარეული ნივთიერებებით.
დღემდე არსებობს სტერეოტიპი, რომ კარტოფილი ასუქებს. თუმცა ეს არ შეესაბამება სიმართლეს. მხოლოდ გადამუშავებული პროდუქტები შეიცავს დიდი რაოდენობით კალორიებს: კარტოფილი ფრი, კარტოფილის ჩიფსები. გარდა ამისა, ასეთი გადამუშავების დროს, ძირითადი სასარგებლო ნივთიერებები იკარგება და მხოლოდ მცირედი რჩება. კარტოფილი შეგვიძლია მივირთვათ შემწვარი, დაჭყლეტილი, პიურეს სახით, დაჭრილი, ფარშირებული, გამომცხვარი ან სალათის სახით.

Read More