Tag Archives: კონცენტრირდება

უჯრედის ორგანოიდები

უჯრედის ორგანოიდები – (organoida cellulae ბერძნ.organon – ორგანო და eidos – მსგავსი) – ციტოპლაზმის დიფერენცირებული უბნები, რომლებიც მუდმივადაა ყველა უჯრედში და რომლებსაც ახასიათებს გარკვეული აგებულება და ფუნქციები. ისინი უჯრედის თავისებური „ორგანოებია“. ზოგადი მნიშვნელობის ორგანოიდებია: 1. ენდოპლაზმური ბადე და ერგასტოპლაზმა, რომლებიც ცილების სინთეზს უზრუნველყოფს; 2. მიტოქონდრიები – უჯრედის სუნთქვის ცენტრები და ენერგიის აკუმულატორები; 3. გოლჯის კომპლექსი

Read More

კარიოლიმფა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კარიოლიმფა – (caryolympha ბერძნ.caryon  –  ბირთვი და lympha  –  გამჭვირვალე სითხე; სინ.ბირთვის წვენი, ბირთვის პლაზმა, ნუკლეო­პლაზმა) უჯრედის ბირთვის თხიერი ჰომოგენური ძირითადი ნივთიერე­ბა, რომელიც შემოსაზღვრულია ბირთვის მემბრანით  –  კა­რიოლემით. ელექტრონული მიკროსკოპიის მონაცემებით, ბირთვაკების გარდა კარიოლიმფაში ჩანს წვრილმარცვლოვანი და წვრილფიბრი­ლური წარმონაქმნები, რომელთა დიამეტრი 20 Ao – მდეა. ვარაუდობენ, რომ

Read More