Tag Archives: მამის ლოცვა

მამის ლოცვა

მამის ლოცვა, რომელსაც მთელი სამყაროს გადარჩენა შეუძლია

მამის ლოცვა წინ უნდა უსწრებდეს შვილის ყველა მნიშვნელოვან ნაბიჯს… რჩევა-დარიგებებს გვაძლევს რუსთავის წმინდა ნინოს ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი მამა სერგი (კასრაძე).

კაცი და ახლად შექმნილი ოჯახი

მამაკაცს დიდი როლი აქვს ოჯახში.
ქრისტიანული ოჯახის იერარქია ასეთია: მოძღვარი, მამა, დედა და ბავშვები.
ოჯახის უფროსი, ანუ ქმარი, და მისი მეორე ნახევარი, ანუ ცოლი, ერთი გული და ერთი პირია.

 მამა-შვილის ურთიერთობა

დღეს, როდესაც ბავშვს ჰკითხავ, რა სურს გამოვიდეს, პასუხი სხვადასხვაა: ექიმი, პოლიციელი, ჟურნალისტი… მაგრამ დაკარგულია მთავარი რამ, რისთვისაც არსებობს ადამიანი…
ბიჭი იბადება მამობისთვის, ხოლო გოგო – დედობისთვის… აი, რა უნდა ჰქონდეს მიზნად ჭეშმარიტ ქრისტიანს. ყოველივე ამას კი ოჯახში საფუძველი უნდა დაუდოს მამამ.
დღევანდელი მოუცლელობის დროსაც კი მამამ შვილი შეძლებისდაგვარად უნდა აკონტროლოს.
შვილის წარმატებები აუცილებლად შექებას უნდა იმსახურებდეს.

Read More