აკლაზია დიაფიზური
განმარტებითი ლექსიკონი აკლაზია დიაფიზური – ხრტილების და ძვლების ზრდის მემკვიდრული ანომალია,რომლის შედეგად გრძელ (ლულისებრ) ძვლებზე წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ხრტილოვანი გამონაშვერი (ეგზოსტოზები). შეიძლება ძვლების ზრდა შენელდეს და საერთოდ შეწყდეს ან ძვლების დეფორმაცია განვითარდეს.