Tag Archives: ძვლები

აკლაზია დიაფიზური

განმარტებითი ლექსიკონი აკლაზია დიაფიზური – ხრტილების და ძვლების ზრდის მემკვიდრული ანომალია,რომლის შედეგად გრძელ (ლულისებრ) ძვლებზე წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ხრტილოვანი გამონაშვერი (ეგზოსტოზები). შეიძლება ძვლების ზრდა  შენელდეს და საერთოდ  შეწყდეს ან  ძვლების დეფორმაცია  განვითარდეს.

ანგიოსარკომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანგიოსარკომა – ავთვისებიანი სიმსივნეების ჯგუფი, რომელიც წარმოქმნილია სისხლძარღვების (ჰემანგიოსარკომა) და ლიმფური ძარღვების (ლიმფანგიოსარკომა) კედლის ელემენტებისაგან. მიეკუთვნება შედარებით იშვიათ სიმსივნეებს. ლოკალიზაცია მრავალგვარია: შინაგანი ორგანოები, შუასაყარი, ძვლები. განსაკუთრებით ხშირად გვხვდება კიდურების, ტანის, თავის და კისრის რბილ ქსოვილებში. სიმსივნე იზრდება სწრაფად, ჩაიზრდება გარემომცველ ქსოვილებში და კანში და იწვევს სისხლდენებს. გაფრთხილება!

Read More