მუკოპოლისაქარიდოზები
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მუკოპოლისაქარიდოზები – დაავადებები, რომლებიც გაპირობებულია ერთ – ერთი ლიზოსომური ფერმენტის დეფექტით, რომელიც მონაწილეობს მუკოპოლისაქარიდების ცვლაში და ამ უკანასკნელის დაგროვებით ორგანოებსა და ქსოვილებში. მუკოპოლისაქარიდები – ჟელესმაგვარი ნივთიერებებია, რომლებიც ორგანიზმში ასრულებენ ბუნებრივი საცხები მასალის როლს, შედიან სხვადასხვა ტიპის შემაერთებელი ქსოვილებისა და ბიოლოგიური სითხეების შემადგენლობაში. კლინიკურად შესაძლოა გამოვყოთ მისი 2