მუცლის ღრუს აბსცესები
მუცლის ღრუს აბსცესები
მუცლის ღრუს აბსცესები (დუგლასის სივრცის, დიფრაგმისქვეშა, ნაწლავთაშორისი) – წარმოადგენენ პერიტონიტის დიფუზური ფორმების შედეგს. როგორც წესი, აქვთ პოლიმიკრობული წარმოშობა. მუცლის ღრუს აბსცესები შესაძლებელია იყოს ერთეული და მრავლობითი.
მუცლის ღრუს აბსცესები – სიმპტომები, მიმდინარეობა. საწყისი სიმპტომატიკა მკაფიო არ არის: აღინიშნება ტემპერატურის განმეორებითი მომატება – ინტერმიტირებადი ან ჰექტიური ხასიათის, რომელიც შერწყმულია შემცივნებასთან და ტაქიკარდიასთან. ხშირი სიმპტომებია ნაწლავთა პარალიზური გაუვალობა, მუცლის წინა კედლების დაჭიმულობა, უმადობა, ღებინება. სიმპტომების ინტენსივობა დამოკიდებულია აბსცესის სიდიდეზე, მის ლოკალიზაციაზე, ანტიბაქტერიული თერაპიის ინტენსივობაზე.