Tag Archives: ნაკლებმოძრავნი

დე ლანგეს სინდრომი I

დე ლანგეს სინდრომი I – (Cornelia de Lange, ჰოლ. პედიატრი) თანდაყოლილი სისტემური დაავადება მრავლობითი დეგენერაციული ანომალიების კომბინაციით; ვლინდება დიფუზური კუნთოვანი ჰიპოტროფიით, ექსტრაპირამიდული და გონებრივი განვითარების დარღვევებით. ახალშობილები ნაკლებმოძრავნი არიან, ცუდად წოვენ, მიდრეკილნი არიან დიარეისაკენ, აღენიშნებათ ფიზიკურ და ფსიქიკურ განვითარებაში ჩამორჩენა; ავადმყოფებს აქვთ დამახასიათებელი გარეგნობა: მიკროცეფალია ან მიკრობრაქიცეფალია, შუბლი ფართოა, ცხვირი მოკლე; აღინიშნება ჰიპერტელორიზმი, ჰიპერპლასტიკური ქვედა

Read More

აპიტუიტარიზმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აპიტუიტარიზმი – (apituitarismus) დაავადება, რომელიც განპირობებულია ჰიპოფიზის ფუნქციის სრული გამოვარდით, რაც გამოწვეულია მისი თანდაყოლილი არარსებობით ან პათოლოგიური პროცესის შედეგად წინა წილის დაშლით. თანდაყოლილი აპიტუიტარიზმი ვლინდება ბავშვებში, რომლებიც დაიბადნენ ჰიპოფიზის ჰიპო – ან აპლაზიით. დამახასიათებელია ზრდის, სქესობრივი განვითარების შეჩერება, ფარისებრი ჯირკვლისა და თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის ფუნქციური უკმარისობის ნიშნები,

Read More