პანკრეატიტი
პანკრეატიტი pancreatitis პანკრეატიტი კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება. ეტიოლოგია, პათოგენეზი განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ პანკრეატიტს. მწვავე პანკრეატიტი უხშირესად გვხვდება როგორც მეორადი პროცესი სხვა ორგანოებიდან (ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ანთება) ანთებითი პროცესის გადაცემის შედეგად. პანკრეატიტის მსუბუქ შემთხვევებში ანთება შემოფარგლულია მხოლოდ კუჭქვეშა ჯირკვლის ქსოვილის შეშუპებით. შედარებით მძიმე ფორმები ხასიათდება ჯირკვალში ნეკროზის კერების გაჩენით მძიმე კლინიკური სურათის ფონზე.