Tag Archives: რეაქციებს

ამილაზა

ამილაზა – ფერმენტი, რომელიც აკატალიზებს სახამებლის, გლიკოგენისა და მონათესავე პოლი და ოლიგო – საქარიდების ჰიდროლიზურ რეაქციებს. სისხლსა და შარდში ამილაზას მომატებული შემცველობის (აქტიურობის) განსაზღვრა გამოიყენება პანკრეატიტის სადიაგნოსტიკოდ, რომლის დროსაც ხდება კუჭქვეშა ჯირკვლის დაშლა და სისხლში ფერმენტის გამოყოფა. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

T – ლიმფოციტი

T – ლიმფოციტი – (სინ.: მკერდუკანა ჯირკვლის ლიმფოციტი, თიმუსდამოკიდებული ლიმფოციტი) ლიმფოციტი, რომელიც დიფერენცირდება მკერდუკანა ჯირკვალში სპეციფიკური ინდუქტორის (თიმოზინის) ზემოქმედებით; უზრუნვეყოფს უჯრედული და ჰუმორული იმუნიტეტის რეაქციებს.