Tag Archives: რეგენერაცია

აქსონოტმეზი

განმარტებითი ლექსიკონი აქსონოტმეზი – დაუზიანებელი ნერვული გარსის შიგნით ნერვული ბოჭკოების (აქსონების) გაწყვეტა .შეიძლება განვითარდეს ნერვულ ბოჭკოზე ძლიერი ზეწოლის ან მოჭერის შედეგად.მას თან ახლავს გაწყვეტის წერტილის ზემოთ ნერვის დეგენერაციული ცვლილებები.ნერვის რეგენერაციისთვის პროგნოზი კარგია.

უჯრედების რეგენერაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედების რეგენერაცია – (regeneratio cellularum ლათ. re­generatio – აღდგენა) –  უჯრედების დაკარგული ნაწილების აღდგენა. არჩევენ ფიზიოლოგიურ რეგენერაციას, რომელიც დაკავშირებულია უჯრედების მიერ მათი ნორმალური ფუნქციების შესრულებასთან (მაგალითად, ციტოპლაზმის რეგენერაცია აპოკრინული სეკ­რეციის პროცესში), და უჯრედების რეპარაციულ რეგენერაციას, როგორც წესი, პოსტტრავმულს, რომელიც შეიმჩნევა ექსპერიმენტისა და პათოლოგიურ პირობებში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ.

Read More