Tag Archives: უნარი რამდენჯერმე

ფერმენტები

ფერმენტები – (ლათ. Fermentum დუღილი; სინ.: ენზიმები) სპეციფიური ცილები, რომელთაც უნარი აქვთ რამდენჯერმე დააჩქარონ ცოცხალ ორგანიზმში მიმდინარე  ქიმიური რეაქციები, ამასთან რეაქციის საბოლოო პროდუქტების შემადგენლობაში შეუსვლელად, ანუ წარმოადგენენ ბიოლოგიურ კატალიზატორებს. ყოველი ქიმიური რეაქცია, რომელიც მიმდინარეობს მიკროორგანიზმში, მცენარეულ და ცხოველურ ორგანიზმში, კატალიზდება შესაბამისი ფერმენტით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი