Tag Archives: ქონდრომატოზი

ქონდრომატოზი ძვლების

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქონდრომატოზი ძვლების – (chondromatosis ossium; ბერძ. Chondros ხრტილი; სინ.: ოლიეს დაავადება, დისქონდროპლაზია, მრავლობითი ენქონდრომატოზი)ჩონჩხის თანდაყოლილი სისტემური პროგრესირებადი დაავადება; ახასიათებს ზრდისა და ძვლოვანი ქსოვილის განვითარების დარღვევა. ვლინდება კიდურების განვითარების შეფერხებით და ძვლებში მრავლობითი ენქონდრომების განვითარებით; წარმოადგენს ქონდროდისპლაზიის ერთ – ერთ ფორმას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More

სინოვიური ქონდრომატოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სინოვიური ქონდრომატოზი – სახსრების, სახსრებახლო აბგებისა და მყესების ბუდეების კეთილთვისებიანი პროლიფერაციული დაავადება. ხასიათდება სინოვიური გარსის ხრტილოვანი მეტაპლაზიით ხრტილოვანი კვანძების წარმოქმნით, რომლებიც განიცდიან ჩაკირვას და გარდაიქმნებიან თავისუფალ სახსარშიგა სხეულად, ხოლო დიდი ზომების არსებობისას ჭიმავენ სასახსრე აბგას. კლინიკურად ვლინდება ტკივილებით, ტკაცუნით სიარულისას, სახსარში მოძრაობის შეზღუდვით, ლოკალური შეშუპებით. დიაგნოსტირდება რენტგენოლოგიურად.

Read More