Tag Archives: წინამხრებზე

პროფესიონალური ეგზემა

პროფესიონალური ეგზემა – (კანისა და ვენ. დაავ.) ვითარდება სხვადასხვა გამაღიზიანებლების მიმართ (ქიმიური, ფიზიკური, მექანიკური) კანის სენსიბილიზაციის შედეგად. უპირატესად ლოკალიზებულია მტევნების უკანა ზედაპირებზე, წინამხრებზე, სახეზე და კისერზე. ჭეშმარიტი ეგზემისგან განსხვავებით გამოირჩევა ნაკლებად გამოხატული პოლიმორფიზმით, გამწვავებების არარსებობითა და შესაბამისი გამაღიზიანებლის მოცილების შემდეგ, სწრაფი გამოჯანმრთელებით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პილოსებოცისტომატოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პილოსებოცისტომატოზი – (ლათ. Pilus თმა + sebum ცხიმი + ბერძ. kystis ბუშტუკი + – oma სიმსივნე + osis) დაავადება, რომელიც ხასიათდება ცხიმოვანი ჯირკვლების მრავლობითი კეთილთვისებიანი ცისტების არსებობით; გვხვდება იშვიათად, ძირითადად მამაკაცებში. წარმოიქმნება ეპიდერმისის მემკვიდრეობითი ნევოიდური დისპლაზიითა და წარმოადგენს ცხიმის ჯირკვლების ან მათი გამომტანი სადინრების კანქვეშა ცისტებს. დაავადება

Read More