Tag Archives: ხერხემლისა

ოსტეოფსატიროზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოსტეოფსატიროზი – ჩონჩხის მემკვიდრეობითი სისტემური დაავადება, რომელიც განპირობებულია I ტიპის კოლაგენის წარმოქმნის დარღვევით. ხასიათდება ძვლების პათოლოგიური მტვრევადობით. მიმდინარეობს ხერხემლისა და კიდურების გამრუდებით ძვლების მრავლობითი მოტეხილობების შედეგად; ხშირად სკლერების მოცისფრო შეფერვით, კბილების განვითარების ანომალიებით, სმენის დაქვეითებით. მკურნალობა სიმპტომატურია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

Read More

ობრინსკის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ობრინსკის სინდრომი – მუცლის წინა კედლის კუნთების მემკვიდრეობითი აპლაზია. ნიშნები: მუცლის კუნთების ნაწილობრივი ან სრულია აპლაზია, მუცლის გადიდება,მუცლის ფარის თხელი კედლის ქვეშ კარგად ისინჯება მუცლის ღრუს ყველა ორგანო,შარდის ბუშტი გადიდებული და გაფართოებული, მისი ყელის დახურვის გამო, თან ახლავს ჰიდროურეთერი და ჰიდრონეფროზი, კრიპტორქიზმი. ხშირია ასევე გულ – მკერდის

Read More