Tag Archives: ჰემატოგენური თრომბოფილიები

ჰემატოგენური თრომბოფილიები

ჰემატოგენური თრომბოფილიები thrombophilia

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ჰემატოგენური თრომბოფილიები – მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება მორეციდივე თრომბოზების განვითარებისაკენ მიდრეკილებით.

ეტიოლოგია, პათოგენეზი. განასხვავებენ ჰემატოგენური თრომბოფილიების ორ სხვადასხვა ჯგუფს: 1. სისხლის რეოლოგიური თვისებებისა და უჯრედული შემადგენლობის ცვლილებებთან დაკავშირებული; 2. ჰემოსტაზის სისტემაში პირველადი დარღვევებით განპირობებული. პირველ ჯგუფში გამოყოფენ ფორმებს, რომლებიც დაკავშირებულია სისხლის უჯრედების სიჭარბესთან და მის გასქელებასთან (პოლიციტემია, ერითროციტოზები, თრომბოციტემიები და სხვ.); ერითროციტების ფორმის დარღვევასთან (მაგალითად, მრავლობითი თრომბოზები და ინფარქტები ნაგლისებრუჯრედოვანი ანემიის დროს), პლაზმის მომატებულ წებვადობასთან (მიელომური დაავადება, ვალდენსტრემის დაავადება, კრიოგლობულინემია და სხვ.).

Read More