ჰერპესული ინფექცია
ჰერპესული ინფექცია ჰერპესული ინფექცია – დაავადება, რომელიც განპირობებულია მარტივი ვირუსით; ხასიათდება კანისა და ლორწოვანი გარსების დაზიანებით, ზოგჯერ შესაძლოა გამოიწვიოს თვალის, ნერვული სისტემისა და შინაგანი ორგანოების დაზიანებაც. ჰერპესული ინფექცია – ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევი მიეკუთვნება ჰერპესის ჯგუფს, რომლებიც იყოფიან 6 ანტიგენურ ტაპად. განსაკუთრებით გავრცელებულია 1 ტიპი; მეორე ტიპის ვირუსს უკავშირებენ გენიტალური ჰერპესისა და ახალშობილთა გენერალიზებული ინფექციის წარმოშობას.