Tag Archives: ოფთალმოლოგი

შარპანტიეს ფენომენი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შარპანტიეს ფენომენი – (Charpentier,  ფრან.  ოფთალმოლოგი) აჟიტირებული დეპრესიის გაძლიერება ავადმყოფის გარემოს შეცვლისას; აღინიშნება ენდოგენური დეპრესიის, ინვოლუციური მენალქოლიის, სისხლძარღვოვანი და სენილური ფსიქოზების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფოგტ – კოიანაგის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფოგტ – კოიანაგის სინდრომი – (A. Vogt, შვეიცარელი ოფთალმოლოგი; Y. Koyanagi, იაპონელი ოფთალმოლოგი; სინ.: ნეიროდერმატოუვეიტი, ხარადის დაავადება, კოიანაგის სინდრომი) უცნობი ეტიოლოგიის სიმპტომოკომპლექსი, რომელშიც შედის თვალის (უვეიტი), კანისა და თმის (ვიტილიგო, გაჭაღარავება, გამელოტება), ასევე შიგნითა ყურის (დიზაკუზია) დაზიანება. საწყის (მენინგეალურ) პერიოდში აღინიშნება თავის ტკივილი, ღებინება, სხეულის ტემპერატურის მომატება, 

Read More