პულსი პრეკაპილარული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პულსი პრეკაპილარული – (pulsus praecapillaris; სინ.: კვინკეს პულსი, კვინკეს სიმპტომი, კაპილარული პულსი) ფრჩხილის საწოლის პროქსიმალური ნაწილის ფერის რიტმული ცვლილება, სინქრონული არტერიულ პულსთან; წარმოადგენს აორტის სარქვლის უკმარისობის სიმპტომს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა Read More …

გასტროსტაზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გასტროსტაზი – ოპერირებული კუჭის დაავადება, რომელიც ვითარდება ვაგოტომიის დროს მისი დენერვაციის შემდეგ. ხასიათდება კუჭის რიტმული აქტივობის დარღვევით, მისი შიგთავსის შეგუბებით. ვლინდება სიმძიმის გრძნობით, ბოყინით, წამოქაფებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა Read More …

ავტომატიზმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ავტომატიზმი – 1. ცალკეულ უჯრედთა, ქსოვილთა ან ორგანოთა მიერ რიტმული, პერიოდული, ან აპერიოდული მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის დაკავშირებული გარეშე მიზეზებთან (მაგალითად, გულის შეკუმშვა); 2. რაიმე ქმედების გაუცნობიერებლად შესრულება. გაფრთხილება! ბმულები: 1. Read More …

აბსანსი მიოკლონური

აბსანსი მიოკლონური – რთული აბსანსი ორმხრივი, უპირატესად სახისა და ზედა კიდურების კუნთების რიტმული მიოკლონიით.

აბსანსი მარტივი

აბსანსი მარტივი – აბსანსი, რომელსაც თან არ ახლავს რაიმე მოძრაობები ან მოქმედებები.