Tag Archives: ქალებში

მტრედის მუხლების დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მტრედის მუხლების დაავადება – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც აღინიშნება 40 – 60 წლის ასაკის ქალებში და ხასიათდება უეცარი აუხსნელი დაცემით, რომელიც შესაძლოა განმეორდეს წელიწადში რამდენიმეჯერ. შეტევისას თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა, ან რაიმე ნევროლოგიური სიმპტომი არ აღინიშნება. მსგავსი მდგომარეობა ზოგჯერ წარმოიქმნება ორსულობისას. მიზეზები უცნობია, პროგნოზი – კეთილსაიმედო. გაფრთხილება! ბმულები:

Read More

მეიგსის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეიგსის სინდრომი – (J. V. Meigs, ამერ. ქირურგი; სინ.: დემონ – მეიგსის სინდრომი) ასციტისა და ჰიდროთორაქსის არსებობა საკვერცხეებისა და საშვილოსნოს კეთილთვისებიანი სიმსივნეების დროს. დაავადება ხშირია ხანშიშესულ ქალებში; კლინიკურ სურათში აღინიშნება ასციტის და ჰიდროთორაქსის ნიშნები; ამასთან, სიმსივნე ვითარდება უსიმპტომოდ, თუმცა შესაძლოა მიაღწიოს დიდი ზომებს. სიმსივნის ამოკვეთის შემდეგ სითხე

Read More