საკვერცხის ციკლი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საკვერცხის ციკლი – (cyclus ovarii სინ.ოვარიული ციკლი ლათ.ovarium – საკვერცხე) კვერცხუჯრედისა და ფოლიკულის მომწიფების თანამიმდევრული ფიზიოლოგიური პროცესია, რომელიც ბოლოვდება კვერცხუჯრედის გამოსვლით გამსკდარი ფოლიკულიდან და მის ადგილას ყვითელი სხეულის განვითარებით. იგი ქალის ორგანიზმში გრძელდება 21 – 28 დღე და მიმდინარეობს ციკლურად. ოვარიული – საკვერცხისეული ციკლი დაკავშირებულია საკვერცხის ჰორმონების