Tag Archives: გარსში

გასტრიტი კატარალური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გასტრიტი კატარალური – მწვავე გასტრიტი, რომელიც ხასიათდება ლეიკოციტების ინფილტრაციით კუჭის ლორწოვან გარსში, ანთებითი ჰიპერემიით, ეპითელის დისტროფიული ცვლილებებით; ვითარდება ძირითადად არარაცინალური კვებისა და კვებითი ინტოქსიკაციების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ალისას ნიშანი

ალისას ნიშანი – მოზრდილებში – ბარძაყის ძვლის დიდ ციბრუტსა და თეძოს ქედს შორის ბარძაყის განიერი ფასციის რელაქსაცია, რომელსაც ადგილი აქვს ბარძაყის ყელის მოტეხილობის დროს. ამ ნიშნის გამოსავლენად საჭიროა თითები მოვათავსოთ თეძოს ქედსა და ბარძაყის ძვლის დიდ ციბრუტს შორის და დავაწვეთ ქვევით. თუკი თითები ღრმად ქვევით ჩავიდა, ეს ადასტურებს ალისას ნიშნის არსებობას. ბავშვებში ალისას ნიშანი ვლინდება

Read More