Tag Archives: დანახული

ერითროფსია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ერითროფსია – მხედველობითი აღქმის დარღვევა, რომლის დროსაც ყველაფერი დანახული აღიქმება წითელ ფერად შეფერილი. შესაძლებელია წარმოიქმნას ჯანმრთელ პირებში თვალის ხანგრძლივი ფიქსაციისას კაშკაშა საგნებზე. აღინიშნება აგრეთვე ატროპინით გუგების გაფართოების, კატარაქტის გამო ბროლის ამოღების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

დეჟა ვიუ

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დეჟა ვიუ – (ფრანგ. deja vu – უკვე ნანახი) ფსიქიკური დარღვევა, – შეგრძნება იმისა, რომ მოცემულ მომენტში დანახული (პირები, მოვლენები, გარემო) წარსულში უკვე განცდილია; წარმოადგენს დერეალიზაციის სახესხვაობას. შესაძლებელია აღინიშნებოდეს სხვადასხვა ფსიქიკური დაავადებების (მათ შორის შიზოფრენის), თავის ტვინის საფეთქლის წილის დაზიანების (მათ შორის საფეთქლისმიერი ეპილეფსიის) დროს. გაფრთხილება! ბმულები:

Read More