კონტურული პლასტიკა
კონტურული პლასტიკა (ინექციური კორექცია)
კონტურული პლასტიკა – ესაა კოსმეტიკური პროცედურების კომპლექსი, რომელიც მიმართულია მიმიკური ნაოჭების მოსაცილებლად და სახის კონტურების აღსადგენად. კონტურული პლასტიკის დროს კანქვეშ შეჰყავთ სპეციალური პრეპარატები; შედეგად კანი ახალგაზრდავდება, ნაოჭები სწორდება; შესაძლებელია ასევე ტუჩის მოცულობისა და ფორმის კორექცია. კონტურული პლასტიკის დროს იყენებენ ჰიალურონის მჟავას პრეპარატებს (რესტილაინი, პერლაინი, იუვიდერმი და სხვა). პროცედურა პრაქტიკულად უმტკივნეულოა. ერთი ინექცია საკმარისია ეფექტის შესანარჩუნებლად ერთი წლის განმავლობაში.