Tag Archives: კოსმეტოლოგია

თმების სახე და ფორმა

თმების სახე და ფორმა

განასხვავებენ თმის სამ სახეობას – ღინღლისებრი, ჯაგრისებრი და გრძელი. ამას გარდა, არსებობს გარდამავალი სახის თმებიც, რომელიც ადამიანს ზრდა–განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ახასიათებს. ღინღლოვანი თმა ფარავს ხელების, ფეხებისა და ტანის კანს. ღინღლოვანი თმა რბილი და მოკლეა (დაახლოებით 1,5 მილიმეტრის  სიგრძის), არ შეიცავს პიგმენტებს. სხვათა შორის, ეს პირველი თმაა, რომელიც ნაყოფს მუცლადყოფნისას უვითარდება. დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე კი ნაყოფს უკვე პიგმენტირებული თმა ეზრდება. დაბადებიდან რამდენიმე წლის განმავლობაში, ადამიანს უყალიბდება ე.წ. შუალედური თმა, რომელსაც სქესობრივი მომწიფების პერიოდში თანდათან ცვლის ე.წ. ტერმინალური თმა. ამ ორი სახეობის თმის ფერი ხშირად არც კი ემთხვევა ერთმანეთს. ამასთან, ტერმინალური თმა გაცილებით უფრო მჭიდროდ არის განლაგებული.

Read More

თმის ტიპები

თმის ტიპები

ტერმინი – თმის ტიპები გულისხმობს: მშრალ, ნორმალურ, ცხიმიან, შერეულ, ასევე – რბილ და უხეშ, სქელ და თხელ, ჯანმრთელ და გამოფიტულ თმებს. თმის სწორი და ეფექტური მოვლისთვის, აუცილებელია, ზუსტად განვსაზღვროთ, რა ტიპის თმა გვაქვს და ამის მიხედვით მოვუაროთ მას. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს მისი დაზიანების რისკი. თმების ცხიმიანობას კანის ტიპი განსაზღვრავს: თუ კანია ცხიმიანი, თმაც ცხიმიანია და პირიქით – მშრალ კანზე თმაც მშრალია. ნორმალური კანი ზომიერად ცხიმიანია; იგი არაა მშრალი, შესაბამისად – არ იქერცლება, არ აქვს მსხვილი ფორები და ფერიმჭამელები. ცხიმიანი კანი დაფარულია კანის ქონის სქელი ფენით და ახასიათებს სპეციფიური ცხიმოვანი ბზინვარება. ასეთ კანს გააჩნია ფართო ფორები.

Read More