Tag Archives: მედიცინის

ჰიპოკრატე

ჰიპოკრატე – ძველი ბერძენი ექიმი, ანტიკური მედიცინის რეფორმატორი, მატერიალისტი. ჰიპოკრატეს ნაშრომებში, რომელიც საფუძველი გახდა კლინიკური მედიცინის შემდგომი განვითარებისა, ასახულია წარმოდგენა ორგანიზმის მთლიანობის შესახებ, ავადმყოფისა და მისი მკურნალობისადმი ინდივიდუალური დამოკიდებულება, წარმოდგენა ანამნეზის შესახებ, სწავლება ეტიოლოგიაზე, პროგნოზზე, ტემპერამენტებზე და სხვ. მის სახელს უკავშირდება ექიმის ქცევის, ეთიკისა და მორალის შესახებ წარმოდგენები. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

Read More

შინაგანი დაავადებები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შინაგანი დაავადებები – კლინიკური მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის შინაგანი ორგანოების დაავადებების განვითარებისა და გამოვლენის  მიზეზებსა და მექანიზმებს, შეიმუშავებს მათი დიაგნოსტიკის, მკურნალობისა (გარდა ქირურგიულისა და სხივურისა) და პროფილაქტიკის  მეთოდებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა