მკურნალობა უცხოეთში

სამედიცინო ენციკლოპედია

nostalgia

Posts Tagged ‘ორსულობა’

ზოგადი ინფორმაცია

ასკორბინის მჟავა. Ascorbic acid. ვიტამინური პრეპარატების  ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – ასკორბინის მჟავა. Ascorbic acid. მწარმოებელი ფირმა – შპს “ბათფარმა” (საქართველო).

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

გამოდის 5% 2 მლ ამპულის ფორმით. 1 ამპულა შეიცავს 100 მგ ასკორბინის მჟავას (ვიტამინ C). დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ნატრიუმის სულფიტი, საინიექციო წყალი.  შეფუთვა5% საინიექციო ხსნარი, 2 მლ ამპულაში. პვქ ფირის პენალში მოთავსებული 10 ამპულა. 1 პენალი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

აქტიური ნივთიერება

ასკორბინის მჟავა.Ascorbic acid. ქიმიური დასახელება L- ასკორბინის მჟავა. ბრუტო–ფორმულა: C6H8O6. ასკორბინის მჟავას მიაკუთვნებენ  ვიტამინების და ვიტამინების მსგავსი საშუალებების ჯგუფს. CAS-კოდი: 50-81-7.

სინონიმები 

ესტერ ვიტი (Ester-Vit, Bilim, თურქეთი).

ამავე  მოქმედ ნივთიერებას შეიცავენ

ტაიქოლდი (TAICOLD, GMP, საქართველო; Ascorbic acid / Caffeine Paracetamol / Chlorpheniramine maleate / Phenylephrine hydrochloride/), იმუნალ პლუსი (Immunal PLUS, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A.. სლოვენია; ascorbic acid,  echinacea purpurea), კოლდრექს ჰოტრემი შავი მოცხარის არომატით (COLDREX HOTREM BLACK CURRANT FLAVOUR, GlaxoSmithKline Consumer Healthcare, ესპანეთი; ascorbic acid,  paracetamol, phenylephrine), კოლდრექს მაქს გრიპი (COLDREX MAX GRIP, GlaxoSmithKline Consumer Healthcare, ესპანეთი; ascorbic acid,  paracetamol, phenylephrine), ტერაფლუ (THERAFLU, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., კანადა; ascorbic acid,  paracetamol, phenylephrine), ჰერბექსი (HERBEX, G P C, საქართველო; ascorbic Acid,  paracetamol, phenylephrine, chlorphenamine), ფერო-ფოლგამა (Ferro-Folgama, Worwag Pharma, გერმანია; Ascorbic acid, Ferrous (II) sulfate, Folic acid, Cyanocobalamin), კოლდრექსი (COLDREX, GlaxoSmithKline Consumer Healthcare, ირლანდია; ascorbic acid, paracetamol, phenylephrine), კოლდრექს ჰოტრემი ლიმნის არომატით (COLDREX HOTREM LEMON FLAVOUR, GlaxoSmithKline Consumer Healthcare, ესპანეთი; ascorbic acid, paracetamol, phenylephrine), კოლდრექს ჯუნიორი ჰოთდრინქი (COLDREX JUNIOR HOT DRINK, GlaxoSmithKline Consumer Healthcare, ესპანეთი; ascorbic acid, paracetamol, phenylephrine), ეფექტი ჩაი (EPHACT TEA, AVERSI, საქართველო; ascorbic Acid, paracetamol, phenylephrine, chlorphenamine), ბათაფლუ (Bataflu, Batfarma, საქართველო; ascorbic Acid, paracetamol, phenylephrine, chlorphenamine), ტაიქოლდი (TAICOLD, GMP, საქართველო; Ascorbic acid/ Paracetamol / Clorpheniramine maleate).

პრეპარატის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • სურავანდი
  •  დიათეზი ჰემორაგიული
  • სისხლდენა ცხვირიდან
  •  სისხლდენა ფილტვიდან
  •  სისხლდენა ღვიძლიდან
  •  სხვა სისხლდენები
  •  სხივური დაავადები
  • სისხლდენები, ანტიკოაგულანტების ჭარბი დოზირებით გამოწვეული
  • ინფექციური დაავადებები
  • ღვიძლის ინტოქსიკაციები
  •  ადისონის დაავადება
  • ჭრილობების ძნელად შეხორცება
  •  ძვლების მოტეხილობება
  •  დისტროფიები
  • გაძლიერებული ფიზიკური შრომა
  •  გონებრივი დაძაბულობა
  •  ორსულობა
  •  ლაქტაცია
  • ათეროსკლეროზი
პრეპარატის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
ასკორბინის მჟავა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის ცხოველქმედებაში, გააჩნია მკვეთრად გამოხატული აღდგენითი თვისებები. მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენითი პროცესების, ნახშირწყლოვანი ცვლის, სისხლის შედედების, ქსოვილების რეგენერაციის რეგულირებაში, სტეროიდული ჰორმონების წარმოქმნაში. ასკორბინის მჟავას ერთერთ მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურ ფუნქციას წარმოადგენს თანამონაწილეობა კოლაგენისა და პროკოლაგენის სინთეზში, კაპილარების გამტარიანობის ნორმალიზაციაში.
ადამიანის ორგანიზმს არა აქვს უნარი თვითონ მოახდინოს ვიტამინი C – ს სინთეზირება; მისი უკმარისობა ან არ არსებობა იწვევს ჰიპო – ან ავიტამინოზის (სურავანდი) განვითარებას.
ასკორბინის მჟავას სადღეღამისო მოთხოვნა ზრდასრული მამაკაცისათვის შეადგენს 70-100 მგ, ქალებისათვის – 80 მგ, დამატებით ორსულობის დროს 20 მგ და ძუძუთი კვების დროს – 40 მგ. ბავშვებისა და მოზარდებისათვის 30 მგ÷70 მგ ასაკის მიხედვით.
ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება პროფილაქტიკური და სამკურნალო მიზნით ყველა იმ შემთხვევაში, როცა ორგანიზმი საჭიროებს ვიტამინი C-ს დამატებით შეყვანას:
სურავანდის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის, ჰემორაგიული დიათეზის, ცხვირიდან, ფილტვიდან, ღვიძლიდან და სხვა სისხლდენების, სხივური დაავადებით და ანტიკოაგულანტების ჭარბი დოზირებით გამოწვეული სისხლდენების, ინფექციური დაავადებებისა და ღვიძლის ინტოქსიკაციების, ადისონის დაავადების, ჭრილობების ძნელად შეხორცების, ძვლების მოტეხილობების, დისტროფიებისა და სხვა პათოლოგიური პროცესების დროს. პრეპარატი ინიშნება აგრეთვე გაძლიერებული ფიზიკური შრომის, გონებრივი დაძაბულობის, ორსულობისა და ლაქტაციის დროს. დადებითად მოქმედებს ლიპიდურ ცვლაზე ათეროსკლეროზის დროს.
მიღების წესები და დოზები
პრეპარატი შეყავთ ვენაში ან კუნთებში. სამკურნალო დოზები მოზრდილთათვის – 1-3 მლ 5% ხსნარი დღეში, ბავშვებისათვის – 1-2 მლ 5% ხსნარი დღეში.
გვერდითი მოვლენები
ძალიან იშვიათია.
დიდი დოზებით (4-12 გ დღე-ღამეში) ხანგრძლივი მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს დიარეა (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის აღგზება, გულისრევა, ღებინება, კუჭის აშლა), ურატული ოქსალატური კონკრემენტები თირკმელებში, ჰიპეროქსალურია, ქიმიური ცისტიტი, შარდის pH – ის დროებითი დაქვეითება.
დიდი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია კუჭქვეშა ჯირკვლის ინსულარული აპარატის ფუნქციის დათრგუნვა, აგრეთვე თირკმელების ფუნქციის დათრგუნვა.
უკუჩვენება
სისხლის შემდედებლობის მომატება, თრომბოფლებიტი და თრომბოზისადმი მიდრეკილება, შაქრიანი დიაბეტი.
განსაკუთრებული მითითებები
ასკორბინის მჟავას ჭარბი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ის, რომ მას შეუძლია დამთრგუნველად იმოქმედოს კუჭქვეშა ჯირკვლის ინსულარულ აპარატზე, ამიტომ მკურნალობის პროცესში აუცილებელია კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციონალური უნარის რეგულარული კონტროლი. კორტიკოსტეროიდული ჰორმონების წარმოქმნაზე მასტიმულირებელი მოქმედების გამო ან ჭარბი დოზებით მკურნალობისას აუცილებელია თირკმელების ფუნქციისა და არტერიული წნევის კონტროლი
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება უფრო ხშირად წარმოიქმნება დიდი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას.
ზრდის სისხლში სალიცილატების (ზრდის კრისტალურიის რისკს), ეთინილესტრადიოლის, ბენზილპენიცილინის და ტეტრაციკლინების კონცენტრაციას.
ესტროგენებთან – ზრდის ჰორმონების დონეს სისხლის შრატში.
ორალურ კონტრაცეპტივებთან, რომლებიც შეიცავს ესტროგენებს – მცირდება კონტრაცეპტული ეფექტი.
ამცირებს კუმარინის წარმოებულების ანტიკოაგულაციურ ეფექტს.
აუმჯობესებს ნაწლავებში რკინის პრეპარატების შეწოვას.
ხანგრძლივი გამოყენებისას ქინოლინური რიგის პრეპარატები, კალციუმის ქლორიდი, სალიცილატები, კორტიკოსტეროიდები ამცირებს C ვიტამინის მარაგს.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა 1 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ.

Viewed 138 times by 40 viewers

konsultaciebi

vaka

baneri